ბლუმბერგის ცნობით, ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს
ბლუმბერგის ცნობით, ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს. საქმე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას ეხება სადაც თურქეთი ევროკავშირის საფრთხედ აღიქმებოდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ გაფართოებისას, ევროკავშირმა მთელი ევროპის კონტინენტი უნდა მოიცვას, რათა მასზე გავლენა არ მოახდინოს რუსეთმა, თურქეთმა ან ჩინეთმა. მას შემდეგ რაც ანკარამ ევროკომისიას განმარტებისთვის მიმართა, კომისიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენის მიერ თურქეთის ხსენება მისი გეოპოლიტიკური გავლენის, ზომისა და ამბიციების აღიარება იყო და მიზნად არ ისახავდა სხვა ქვეყნებთან შედარებას. ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა კი დაწერა, რომ ფონ დერ ლაიენის მიერ რუსეთთან და ჩინეთთან ერთად თურქეთის, როგორც ევროპაზე გავლენის მქონე აქტორების წარმოჩენა გეოპოლიტიკურად არასწორია.
