სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულია ხუთი ადამიანი. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი", ხუთი ძირი მცენარე „კანაფი“ და და ხუთ კილოგრამამადე გამომშრალი „მარიხუანა“. დაკავებულებს შორისაა ადამიანი, რომლის მხილების მიზნით, პოლიციამ მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელა. ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
