საქსტატმა საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა
საქსტატმა, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 929 ათას 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4 მეათედი პროცენტით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია, ხოლო 48 პროცენტი კაცი. საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62 პროცენტი, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38 პროცენტი.
