უნგრეთში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ
უნგრეთში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესები დაარღვია, როცა ბავშვებს, გენდერული პროპაგანდის გამავრცელებელ კონტენტებზე წვდომა აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც საერთო ფასეულობებს ეხება. თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება საქართველოში. ოპოზიცია მუდმივად აცხადებდა რომ ლგბტ პროპაგანდის საკითხით ხელისუფლება სპეკულირებდა, ახლა კი პოზიცია შეცვალეს და ამბობენ რომ ოჯახური ღირებულებები მნიშვნელოვანია.
