დაპირისპირება ოპოზიციაში
მსჯავრდებული სააკაშვილი ოპოზიციას ტაქტიკას უწუნებს, ციხიდან აკრიტიკებს და რევოლუციას ითხოვს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პატიმრის გზავნილმა, ოპოზიციაში არეულობა და ბოლო ორ თვეში უკვე მეორე დაპირისპირება გამოიწვია. სააკაშვილი შეთანხმების პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა ალიანსში შემავალმა ყველა პარტიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. მათ არც ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ალიანსში კი თქვეს, რომ თუ სააკაშვილი წესების დარღვევას გააგრძელებს, ამას შედეგები აუცილებლად მოჰყვება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
