გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და პროფესიულ სასწავლო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და პროფესიულ სასწავლო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. განხორციელდება ახალი პროგრამა - „დეკორატიული მცენარეების მოვლა და გამრავლება“. პროგრამის ფარგლებში მსურველები გადამზადდებიან როგორც შიდა, ისე გარე დეკორატიულ მებაღეობაში. პროფესიული მომზადების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიღება აპრილის ბოლოდან გამოცხადდება.
