თელავის ისტორიული მუზეუმის და მერაბ კოსტავას სახელობის მეოთხე საჯარო სკოლის ორგანიზებით ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
თელავის ისტორიული მუზეუმის და მერაბ კოსტავას სახელობის მეოთხე საჯარო სკოლის ორგანიზებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო პატრიარქის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი აქამდე უცნობი ფოტომასალა. გამოფენა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში მოეწყო.
