ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. მინისტრმა აღნიშნა საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც მათ შორის განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებს აქვთ. ილაპარაკა მედიკამენტებზე, რომლებიც საცდელ პერიოდს გადის და მოიყვანა კონკრეტული დასკვნები. მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე განსახილველად უკვე გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის მიღების შემდეგაც, ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება. საკითხს ეხმიანება პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა.
