ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გრძელდება
ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გრძელდება. მინისტრთა ნაწილი ისევ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. განსაკუთებით აქტიურობენ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილი კი საქართველოსთან ჯანსაღი დიალოგის მომხრეა. ოფიციალური თბილისი ევროპელ ლიდერებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სწორედ ევრობიუროკრატების პასუხისმგებლობაა ის ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც ქვეყანაში გარე ძალების ჩარევით იქმნება.
