ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა. გრიქუროვი წიგნზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მისი გამოცემა ვერ მოასწრო. მწვრთნელს სურვილი მისმა მომზადებულმა სპორტსმენებმა, კახი კახიაშვილმა და გიორგი ასანიძემ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციასთან ერთად, აუსრულეს. ვანო გრიქუროვი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით 2004 წელს გიორგი ასანიძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ივანე გრიქუროვი 2021 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა.
