მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. დელეგაციას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები. საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს. მხარეებმა ქრისტიანულ ფასეულობებზე, ასამბლეის მუშაობის სპეციფიკასა და საქართველოში სამუშაო ვიზიტზე ისაუბრეს
