შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ ისაუბრა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარდა. მხარეებმა ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს შორის ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. შეხვედრა უზბეკეთში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა
