"თბილისის განვითარების ფონდმა" მთაწმინდის რაიონში სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო
"თბილისის განვითარების ფონდმა" მთაწმინდის რაიონში სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაო ორ ეტაპად განხორციელდება. ახლა მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში დაგეგმილია 21 შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაცია. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტიკურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენა.
