საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა - ამ სახელწოდების საერთაშორისო ფორუმში, მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა - ამ სახელწოდების საერთაშორისო ფორუმში, მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო. უზბეკეთში გამართულ ფორუმზე განიხილეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. გაიმართა მაღალი დონის პლენარული სესია და თემატური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის უწყებების ხელმძღვანელებმა, ექსპერტებმა და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის ეუთოს, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ინტერპოლის, ევროპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელებმა.
