ბულგარეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩვნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ ლიდერობს
ბულგარეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩვნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ ლიდერობს. დათვლილია ხმების 90 პროცენტზე მეტი. ამ მონაცემებით, პარტია 129 მანდატს მოიპოვებს. რუმენ რადევი, რომლის პარტიაც არჩევნებში ლიდერობს, აკრიტიკებს ევროკავშირს, ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეა. ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მერვედ ჩატარდა.
