„ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ - პარიზის „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში კონცერტი - გაიმართა
„ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ - პარიზის „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში კონცერტი - გაიმართა. საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებულმა ორკესტრმა პირველად შეასრულა ქართული მუსიკა ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საოპერო მომღერლებმა - იანო ალიბეგაშვილმა და გიორგი ანდღულაძემ, მევიოლინე ლელა მჭედლიძემ და ახალგაზრდულმა კაპელამ მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით. საღამოს კულტურის მინისტრი დაესწრო. კონცერტი პარიზის წიგნის ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება იყო.
