კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა და ბაზარზე არსებული გარემო განიხილა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა და ბაზარზე არსებული გარემო განიხილა. შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც კომპანიებს საქმიანობის პროცესში აქვთ. გოგა გულორდავამ რეგიონულ კომპანიებს კომისიის ხედვა გააცნო და უფრო ეფექტიანი ერთობლივი საქმიანობისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა.
