ევროპის ნასკარის სერიის 2026 წლის სეზონი ქართველი მრბოლელებისთვის წარმატებით დაიწყო
ევროპის ნასკარის სერიის 2026 წლის სეზონი ქართველი მრბოლელებისთვის წარმატებით დაიწყო. ვალენსიაში გამართულ პირველ ეტაპზე, სანდრო თავართქილაძემ მასტერსის მრბოლელთა ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვება მოიპოვა. ამავე ეტაპზე წარმატებით გამოვიდა მარიამ დავითიძე. მან ქალთა ჩათვლაში მესამე შედეგი აჩვენა. მიმდინარე სეზონში სერიაში კიდევ ერთი ქართველი მრბოლელი, სანდრო ქაჯაია დებიუტით წარდგა. ახალბედა მრბოლელთა კატეგორიაში მან პირველი რბოლა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. ევროპის ნასკარის სერია ერთ-ერთი პრესტიჟული ავტოსპორტის ჩემპიონატია, რომელიც წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.
