ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დღეს დასრულდება
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დღეს დასრულდება. ჩვენი ქვეყანა ბოლო საშეჯიბრო დღეს სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ფინალური ბლოკში 2 ქართველი მედლისთვის იბრძოლებს. მძიმე წონაში ფინალში გავიდა გურამ თუშიშვილი. კაპიტანმა კვიპროსის და თურქეთის წარმომადგენლებს სძლია, ხოლო ნახევარფინალში რუსი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა. ოქროსთვის შეხვედრაში თუშიშვილი ჩეხ ლუკას კრპალეკს დაუპირისპირდება და ეცდება კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დახუროს. ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს ილია სულამანიძეს. 100 კილოგრამში მან რეპეშაჟში შვეიცარიელ მეტოქეს მოუგო და მესამე ადგილისთვის აზერბაიჯანელ კოცოევს შეხვდება. საქართველოს ანგარიშზე 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალია.
