საერთაშორისო არენაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარმატებული დაბრუნება შედგა
საერთაშორისო არენაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარმატებული დაბრუნება შედგა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკულ ორგანიზაცია რაფში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფილადელფიაში გამართულ ტურნირზე მან ამერიკელ მოჭიდავეს დაძაბულ ბრძოლაში 8-5 აჯობა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. ამ გამარჯვებით ქართველმა ორგანიზაციაში მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა. რაფში უნდა ეჭიდავა იუ-ეფ-სის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს, თუმცა ქართველ მებრძოლს რამდენიმე საათით ადრე ტრავმის გამო მეტოქე ჩაეხსნა.
