ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ლიგა ნეტი“ იტყობინება
ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ლიგა ნეტი“ იტყობინება. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 2-8 აპრილს კიევის უსაფრთხოების ფორუმის დაკვეთით რაზუმკოვის ცენტრმა ჩაატარა, ევროკავშირთან მიმართებაში ბალანსი ამჟამად +63.4%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი +79.2% იყო. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ნატოსთან მიმართებაშიც. მაჩვენებელი +39.9%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ის +61.8%-ს შეადგენდა.
