ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან
ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან. სააგენტო „როიტერსის“ინფორმაციით, სამი ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა. ერთობლივ განცხადებაში სამივე ქვეყანა გულწრფელი დიალოგის მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ კუბელ ხალხს უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა.
