უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს
უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა. ცნობისთვის, შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით სამმხრივი მოლაპარაკებები ბოლოს 16 თებერვალს გაიმართა. მომდევნო შეხვედრა, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა გამართულიყო და მარტისთვის გადაიდო, ირანის ომის გამო აღარ შემდგარა.
