მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა
მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესს“ ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, ავიამზიდმა, ორ საესკადრო ნაღმოსანთან ერთად, სუეცის არხი გაიარა და ახლა წითელ ზღვაში დაცურავს. ცნობისთვის, „ჯერალდ ფორდი“ ხმელთაშუა ზღვაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო ტექნიკური მომსახურება გახდა საჭირო.
