გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი - ტრამპის ორგანიზაციამ არჩევანი საქართველოს სტაბილურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე შეაჩერა
გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი - ტრამპის ორგანიზაციამ არჩევანი საქართველოს სტაბილურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე შეაჩერა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია პარტნიორებთან „არქი ჯგუფთან“, „საფირ ორგანიზეიშენთან“, „ბლოქს გრუფთან“ და „ფინვესტ ჯორჯიასთან“ ერთად, თბილისში სამოცდაათ სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. „ტრამპ თაუერის“ შემდეგ, თბილისი აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრი გახდება. პროექტში ტრამპის ორგანიზაციასთან ერთად ჩართული არიან მასშტაბური ინვესტორი კომპანიებიც. ეს იქნება ტრამპის ბრენდის პირველი პროექტი რეგიონში. პროექტის მნიშვნელობასა და საქართველოს როლს ხაზს უსვამენ პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, მათ შორის დონალდ ტრამპის შვილი, ერიკ ტრამპი, რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია. სწორედ მან აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს. „ტრამპ თაუერი“ ყველაზე მაღალი შენობა იქნება საქართველოში, თავისი შესანიშნავი მდებარეობით, ხედით ცენტრალურ პარკზე, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, მაღალი კლასის მაღაზიებსა და მსოფლიო კლასის რესტორნებს.
