„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური გეგმები გაგრძელებას, ვერც ერთ ჯერზე ვერ იპოვის
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური გეგმები გაგრძელებას, ვერც ერთ ჯერზე ვერ იპოვის და ოპოზიციისთვის ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული ტრენინგები ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ მოახდენს, რადგან მათივე თქმით, გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს. რამდენიმე დღის წინ ჩეხმა აქტივისტმა იგორ ბლაჟევიჩმა, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციასა და მათ თანამოაზრე ორგანიზაციებს რევოლუციური პროცესების მზადების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა, ახლა კი სამოქმედო გეგმას უწერს.
