პასკის ფესტივალი ლაგოდეხში
ლაგოდეხის სოფელი გიორგეთი „პასკის ფესტივალს” მასპინძლობს. ტერიტორიაზე წარმოდგენილია ტრადიციული კულინარია. მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ პასკის ნაირსახეობები, რაჭული სამზარეულო და ადგილობრივი წარმოების ღვინოები. ცალკე სივრცე ეთმობა პატარებსაც, ბავშვებისთვის მოწყობილია ატრაქციონები. დაგეგმილია ნორჩი მხატვრების შემოქმედების გამოფენა და მასტერკლასები
