Sky News: მას შემდეგ, რაც ორმა გემმა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა სცადა მათ ცეცხლი გაუხსნეს
მას შემდეგ, რაც ორმა გემმა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა სცადა, მათ ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას Sky News-ი საზღვაო მონიტორინგის სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე რამდენიმე საათით გახსნა და რამდენიმე გემმა სრუტეში სტანდარტულ საზღვაო ზოლში გადაადგილება დაიწყო. პლატფორმა „მარინ ტრაფიკის“ მონაცემებით, საერთაშორისო კოლონა, რომელსაც სრუტის გავლის იმედი ჰქონდა, უკვე დაიშალა და სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. მომხდარიდან მალევე ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განცხადება გაავრცელა, რომ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არის მტერს მწარე მარცხი მიაყენონ
