„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ უარყოფს ოპოზიციის კავშირს ჩეხ აქტივისტ იგორ ბლაჟევიჩითან
„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ უარყოფს ოპოზიციის კავშირს, ჩეხ აქტივისტ იგორ ბლაჟევიჩითან, რომელმაც „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციასა და მათ თანამოაზრე ორგანიზაციებს რევოლუციური პროცესების მზადების შესახებ ტრენინგი რამდენიმე დღის წინ ჩაუტარა, ახლა კი სამოქმედო გეგმას უწერს. „ქართული ოცნებაში“ ამბობენ, რომ რევოლუციური სცენარების მხოლოდ დამფინანსებლები იცვლებიან, რომელთა მიზანი დესტაბილიზაციაა, თუმცა ყველა ჯერზე წარუმატებლად. იგორ ბლაჟევიჩის როლს სუვერენიტეტის შელახვასა და ანტიდემოკრატიულ პროცესებში ხედავენ. რისთვისაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის ტერიტორია და დაფინანსება გამოიყენება. ამიტომ დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოავლენს, რასთან გვაქვს საქმე
