„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები აქტიურ ფაზაშია
აქტიური კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, მსჯელობა გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - უკვე რამდენიმე კვირაა ამ თემებს ეთმობა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები, რომელსაც დღეს, ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა. მისი პოზიციაა, რომ ერთობისთვის მხარეებს სამშობლოს სიყვარული აერთიანებდეს
