ევროლიგის პლეი-ინშია მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკოც“
ევროლიგის პლეი-ინშია მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკოც“. ბოლო ტურში ქართველი სპეციალისტის მომზადებული გუნდი თელავივის ჰაპოელს შეხვდა და 20-ქულიანი სხვაობით 105-85 მოიგო. ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ მონაკომ რეგულარული სეზონი 22 მოგებითა და 16 მარცხით მე-8 პოზიციაზე დაასრულა. მარკოიშვილის გუნდი პლეი-ინში პანათინაიკოსს შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებული კი შემდეგ შეხვედრას ვალენსიას წინააღმდეგ ჩაატარებს
