მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ალბანეთის დედაქალაქში
მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ალბანეთის დედაქალაქში. ტირანას ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა და პრემიერ რამას გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი
