რობერტ ფიცო: ვეტოს უფლების ჩამორთმევა ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება
ვეტოს უფლების ჩამორთმევა ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტი გაერთიანებაში გადაწყვეტილების მიღების წესების ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. ფონ დერ ლაიენს სურს, ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკის კუთხით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არა ერთხმად, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით მიიღოს
