თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდნენ
თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდნენ. გადამოწმდა კონკრეტული ადგილები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები. დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებული და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
