მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა პარლამენტში
მართლმადიდებლობა ქვეყნის ერთიანობის, გამძლეობისა და ზნეობრივი სიმტკიცის წყარო, ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია - აღინიშნა პარლამენტში მიმდინარე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სამდივნოს სხდომაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან კი გადამწყვეტ როლს ასრულებდა ქართული ენის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში. შალვა პაპუაშვილმა ასამბლეის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მოხსენება ჰქონდა, ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი ქადაგიშვილსაც. ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ
