„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განხილვაში ჩაერთვება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბორდი და გარე ექსპერტები, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარე ცილისწამებასა და მითებით გაჯერებულს უწოდებს BBC-ის რეპორტაჟს, თითქოს საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს
