შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება. გეკა გელაძეს კოლეგა აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი ხელს მოაწერს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სამარყანდში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართ საერთაშორისო ფორუმში, სახელწოდებით - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“. სადაც განიხილავენ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ახალ ტენდენციებს. მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ეუთოს, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ინტერპოლის, ევროპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელები
