NBA-ს პლეი-ოფში ითამაშებს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“
NBA-ს პლეი-ოფში ითამაშებს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“. ქართველი კალათბურთელის გუნდმა შარლოტ ჰორნეტსს 31 ქულიანი სხვაობით 121-90 აჯობა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე არასრული 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება დააგროვა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. ორლანდო მერვედფინალში დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდება, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში რეგულარული სეზონი მოიგო. ამ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ რეგულარულ სეზონში 4-ჯერ ითამაშეს და 2-2 მატჩი მოიგეს. სერიის პირველი მატჩი 20 აპრილს გაიმართება.
