ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. თბილისში მიმდინარე მესამე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსებას 5 სპორტსმენი იცავს. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა გერმანელ მეტოქეს იპონით სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამავე წონაში გამოდის მარიამ ჭანტურიაც. 81 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილი მერვედფინალშია, ხოლო 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს 2 წარმომადგენელი ჰყავს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე 2 დღის შემდეგ 3 მედალია. ოქრო ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო ვერცხლი გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა
