თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში 2 ქართველი გამოვა
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში 2 ქართველი გამოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება, მან ნახევარფინალში ფრანგ, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, იპონით გოლდენ სქორში სძლია. მანამდე კი ფინეთის, რუმინეთის და კოსოვოს წარმომადგენლებს აჯობა. ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ეთერ ლიპარტელიანიც. 57 კილოგრამში მსოფლიო ჩემპიონმა ნორვეგიელი, იტალიელი და რუსი სპორტსმენების დამარცხების შემდეგ, სერბ მარიკა პერიშიჩსაც აჯობა და მორიგი ტიტულისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი 16-00 საათიდან დაიწყება.
