გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში დასრულდა. დავით სონღულაშვილი სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებოდა, სადაც ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე შეხვდა ბიო ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის და მსხვილი აგრო სასურსათო კომპანიების წარმომადგენლებს. განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.
