მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია მითითებებს ისევ გარედან იღებს
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია მითითებებს ისევ გარედან იღებს. მათივე თქმით, რევოლუციის ხუთი ჩავარდნილი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია სამოქმედო გეგმას არ ცვლის. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას ხელისუფლების შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა ქრონიკის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას მითითებებს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი აძლევს.
