კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მოსკოვის მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მოსკოვის მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს. სიაში ასევე მოხვდა გერმანიის, დანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ჩეხეთის არაერთი ქარხანა, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინულ დრონებს უშვებენ. სიაშია გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და თურქეთში არსებული ობიექტებიც, სადაც, რუსეთის მტკიცებით, დრონების კომპონენტებს აწარმოებენ.
