გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აგრორეფორმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის ძირითადი საკითხები, რომელიც უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. ლაშა დოლიძემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო რეფორმის შინაარსი, რომელიც ექსპორტის პოზიციებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს.
