შეხვედრები დიპლომატებთან
გაეროსთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს. მთავრობის მეთაურმა გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. ელჩებს ასევე უმასპინძლა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. მან უცხოელ დიპლომატებს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო, როგორც ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის კუთხით, ისე ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. დღესვე ვიზიტის ფარგლებში გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან, კერძოდ სოფელ ხურვალეთთან ჩავიდნენ და წეროვანში დევნილთა დასახლებას ეწვივნენ
