დეზინფორმაცია - რეალური ფაქტები
აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ. შესაბამისი უწყებების განმარტებით, დღეს ამოქმედებული შეზღუდვა არ ვრცელდება ყველა ტიპის ფრენაზე და მის ნეგატიურ შედეგებზე მსჯელობა უსაფუძვლოა. რეალურად, მთავრობის გადაწყვეტილება აბასთუმნის ობსერვატორიის მიმართვის შედეგია. ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს. ასტროფიზიკური ობსერვატორია 1932 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
