სოფელ დიღომში, თეთრი დუქნის ქუჩაზე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო
სოფელ დიღომში, თეთრი დუქნის ქუჩაზე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო. ძველ, 64 მეტრიან ლითონის ხიდს ახალი, უსაფრთხო რკინაბეტონის ხიდი ჩაანაცვლებს. სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეზღუდულია. სამუშაოები ხუთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია
