„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბლაჟევიჩმა , უკვე ათზე მეტი ტრენინგი ჩაუტარა ოპოზიციას, მათ შორის რამდენიმე დღის წინაც და კონკრეტული დავალებებიც გასცა. არსებული ინფორმაციით ამ ტრენინგს, ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, ორგანიზაცია "ფარის" დამფუძნებელი დავით გუნაშვილიც ესწრებოდა. ქრონიკა გუნაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. იგორ ბლაჟევიჩთან ნაცნობობას ადასტურებს გია ნოდია. ასევე ქრონიკის ინფორმაციით, სწორედ ბლაჟევიჩმა დაავალა „ტვ პირველს“ - გაეხმაურებინა მოგონილი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. „ტვ პირველი“ ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს
