თურქეთში ორ სკოლაზე განხორციელებული თავდასხმების გამოძიების ფრგლებში 83 ადამიანია დაკავებული
მათ სამართალდამცველები სოციალურ ქსელებში ძალადობისა და დანაშაულის წამახალისებელი პოსტების გამოქვეყნებას ედავებიან. ასევე, თურქეთის უსაფრთხოების უწყებამ სოციალურ ქსელებში 940 ანგარიში და ტელეგრამში 93 ჯგუფი დაბლოკა. ორ დღეში ორ სხვადასხვა სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა, მათ განათლების სამინისტროს შენობასთან სკოლების უსაფრთხოების გაძლიერება მოითხოვეს. თურქეთის პრეზიდენტმა ტრაგიკული თავდასხმების გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.
