აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ფორუმს 500-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეები, თემატური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საერთაშორისო ფორუმი თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.
